ახალციხეში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” რაიონული
ორგანიზაცია დაფუძნდა. კოალიციის გადაწყვეტილებით,
მას ქალაქის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე ღია კენჭისყრა გაიმართა, სადაც მიწვეულმა
დელეგატებმა სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს. ყრილობაზე ბიუროს 5
წევრიც აირჩიეს. ესენი არიან: მურმან თოთაძე, ნანა თარხნიშვილი, ზაზა
გელაძე, ბიჭიკო მოდებაძე და მალხაზ ჟუჟნაძე. ისინი გიორგი კოპაძესთან
ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან და ახალციხის
მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმუშავებენ. შეხვედრას პოლიტსაბჭოს წევრები
და პარლამენტარები დაესწრნენ.
ახალციხეში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული
ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” რაიონული
ორგანიზაცია დაფუძნდა. კოალიციის გადაწყვეტილებით,
მას ქალაქის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე ღია კენჭისყრა გაიმართა, სადაც მიწვეულმა
დელეგატებმა სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს. ყრილობაზე ბიუროს 5
წევრიც აირჩიეს. ესენი არიან: მურმან თოთაძე, ნანა თარხნიშვილი, ზაზა
გელაძე, ბიჭიკო მოდებაძე და მალხაზ ჟუჟნაძე. ისინი გიორგი კოპაძესთან
ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან და ახალციხის
მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმუშავებენ.
შეხვედრას პოლიტსაბჭოს წევრები და პარლამენტარები დაესწრნენ.