20:00 საათის
მონაცემებით ახალციხის მუნციპალიტეტში ამომრჩეველთა 51% დაფიქსირდა.
# 37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,
არჩევანი 17 867 ადამიანმა გააკეთა. 8 საათისთვის ყველა უბანი
დაიხურა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ოლქში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ხუთი განაცხადი შევიდა, რაც მისივე თქმით, არჩევნების შედეგებზე გავლენას არ მოახდენს. თეა გავაშელის განმარტებით, ახალციხის პირველ საარჩევნო უნბანზე მისულ ამომრჩეველს, საკუთარ გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უბნის კომისიამ უკვე იმსჯელა და წევრს რეგისტრატორის ფუნქციები ჩამოართვა. თუმცა დარღვევას კომისია ისევ გადახედავს.
ასევე, ინცინდენტი მოხდა ახალციხის 29–ე და 35–ე უბნებზე, სადაც სამართალ დამცავები იყვნენ მობილიზებულნი. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების წარმომადგენლების მიერ აგიტაცია ხორციელდებოდა. თეა გავაშელის განმარტებით, ეს ქმედება კანონდარღვევა არ იყო. ამ დროისათვის # 37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნებიდან ოქმების შეგროვება და ხმათა რაოდენობის დათვლა მიმდინარეობს.
|