#37 ახალციხის საოლქო
საარჩევნო კომისიის მონაცემებით 17:00 საათისთვის ახალციხის
მუნიციპალიტეტში 15 197 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც ოლქის
43 %–ს შეადგენს.
პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ოლქში 4 განცხადება შევიდა.
“დარღვევების შესახებ საარჩევნო კომისია იმსჯელებს, თუმცა ხარვეზი ადგილზევეა აღმოფხვრილი” – აცხადებს საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე. მისივე თქმით. ერთ–ერთი განცხადების მიხედვით, #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მის გრაფაში სხვისი ხელმოწერა დახვდა:
“აღნიშნულთან დაკავშირებით უბნის კომისიამ იმსჯელა და წევრს რეგისტრატორის ფუნქციები ჩამოერთვა. თუმცა აღნიშნულ დარღვევას კომისია ისევ გადახედავს” – განმარტავს თეა გავაშელი
შემდეგი მონაცემები ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 20:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
|