ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15:00 სთ-ის მდგომარეობით
ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მოცემული
დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 32,05 %-მა (1,133,753
ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში,
განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. როგორც 15:30
სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკატერინე
აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა
(46,7 %) და გურიაში (39,9 %) ფიქსირდება. ეკატერინე აზარაშვილმა
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია და
განაცხადა, რომ ცესკოს წერილობით მომართა ”დემოკრატიული მოძრაობა –
ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა დავით საგანელიძის საინფორმაციო
ბრიფინგის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ბრიფინგის ფონზე დაფიქსირდა
პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა და ცესკოს მხრიდან
შესაბამის რეაგირებას ითხოვდა, – ”შესაბამისად, კიდევ ერთხელ
შეგახსენებთ ყველას, რომ აგიტაცია კენჭისყრის დღეს
აკრძალულია კენჭისყრის შენობაში, ასევე აკრძალულია ფასიანი ან
უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.
ყველა სხვა შემთხვევაში აგიტაცია არ იკრძალება” – აღნიშნა ცესკოს
სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ მომდევნო
საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში 17:30 სთ-ზე გაიმართება.
ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ
ინფორმაცია წარადგინა. მოცემული დროისთვის საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნებში 32,05 %-მა (1,133,753 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა.
საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების
გარეშე მიმდინარეობს.
როგორც 15:30 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს
სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა მედიას განუცხადა, ყველაზე მაღალი
აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა (46,7 %) და გურიაში (39,9 %) ფიქსირდება.
ეკატერინე აზარაშვილმა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ
წარადგინა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ცესკოს წერილობით მომართა
”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა დავით
საგანელიძის საინფორმაციო ბრიფინგის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ
ბრიფინგის ფონზე დაფიქსირდა პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო
მასალა და ცესკოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ითხოვდა, –
”შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ
აგიტაცია კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის
შენობაში, ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო პოლიტიკური რეკლამის
გაშვება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. ყველა სხვა შემთხვევაში
აგიტაცია არ იკრძალება” – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა
ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში 17:30
სთ-ზე გაიმართება.