ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა საინფორმაციო
ბრიფინგზე ჟურნალისტებს ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. 10:00 სთ-ის
მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,8%-მა (240,
732 ამომრჩეველი) მიიღო. როგორც ცესკოს სპიკერმა განაცხადა, ამ
დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ”არ
ყოფილა არსებითი ხასიათის დარღვევები და პროცედურული ხარვეზების
უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა. რაც შეეხება საზღვარგარეთ კენჭისყრის
მიმდინარეობას,- რიგაში (ლატვია) ერთ-ერთი კომისიის წევრი დაგვიანებით
მივიდა უბანზე, რის გამოც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით
დაიწყო”. ეკატერინე აზარაშვილის განმარტებით, დღის განმავლობაში
კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ მედიას დეტალურ ინფორმაციას ყოველ
ორ საათში ერთხელ მიაწვდის.
ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე
ჟურნალისტებს ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო. 10:00 სთ-ის მონაცემებით
არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 6,8%-მა (240, 732
ამომრჩეველი) მიიღო.
როგორც ცესკოს სპიკერმა განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი
მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ”არ ყოფილა არსებითი
ხასიათის დარღვევები და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე
აღმოიფხვრა. რაც შეეხება საზღვარგარეთ კენჭისყრის მიმდინარეობას,-
რიგაში (ლატვია) ერთ-ერთი კომისიის წევრი დაგვიანებით მივიდა უბანზე,
რის გამოც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით
დაიწყო”.
ეკატერინე აზარაშვილის განმარტებით, დღის განმავლობაში კენჭისყრის
მიმდინარეობის შესახებ მედიას დეტალურ ინფორმაციას ყოველ ორ საათში
ერთხელ მიაწვდის.