ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარი არჩევანი
უკვე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ვალის მე–9 საარჩევნო უბანზე
მეუღლესთან ერთად 11:00 საათზე მივიდა. “წელს საარჩევნო
უბნებზე პასიურობა შეინიშნება . შარშან გაცილებით მეტი
ამომრჩეველი იყო მობილიზებული. მე ხმა საქართველოს უკეთეს მომავალს,
ანუ დავით ბაქრაძეს მივეცი, რადგან მიმაჩნია, რომ იგი
საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – განაცხადა “მეცხრე არხთან”
ვაჟა ჩიტაშვილმა. მე–9 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის დარღვევები არ
ფიქსირდება. ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიხედვით აქ ხმას 1170
პიროვნება აძლევს. 7 ამომრჩეველი სპეციალურ სიაშია შეტანილი, ხოლო
გადასატანი ყუთით 35 ადამიანი ისარგებლებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარი
არჩევანი უკვე დააფიქსირა. ვაჟა ჩიტაშვილი ვალის მე–9 საარჩევნო
უბანზე მეუღლესთან ერთად 11:00 საათზე მივიდა.
“წელს საარჩევნო
უბნებზე პასიურობა შეინიშნება . შარშან გაცილებით
მეტი ამომრჩეველი იყო მობილიზებული. მე ხმა საქართველოს უკეთეს
მომავალს, ანუ დავით ბაქრაძეს მივეცი, რადგან მიმაჩნია, რომ იგი
საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება” – განაცხადა
“მეცხრე არხთან” ვაჟა ჩიტაშვილმა.
მე–9 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის დარღვევები არ ფიქსირდება.
ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიხედვით აქ ხმას 1170 პიროვნება აძლევს.
7 ამომრჩეველი სპეციალურ სიაშია შეტანილი, ხოლო გადასატანი ყუთით 35
ადამიანი ისარგებლებს.