#4–ე ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში დარღვევები
დაფიქსირდა. სოფელ სათხის 25–ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა
ერთ–ერთი დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვა. შემთხვევა დაახლოებით 07:30
წუთზე დაფიქსირდა. როგორც ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, სეირან კიურეგიანი განმარტავს, დარღვევა უბინის
გახსნამდე გამოსწორდა და 08:00 საათისათვის დამკვირვებელი უკვე უბანზე
იმყოფებოდა.
საარჩევნო დარღვევა იყო ამავე ოლქის #31–ე უბანზეც. სოფელ ეშტიაში, ერთ კონვერტში ორი ბიულეტენი იყო მოთავსებული. სეირან კიურეგიანის თქმით, შემთხვევაზე საოლქომ რეაგირება მოახდინა, რის შედეგადაც ხმის დათვლის დროს აღნიშნული ბიულეტენები ანულირებული იქნება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 36 საარჩვენო უბანი ფუნქციონირებს. ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიხედვით 21689 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 2923 პიროვნება საზღვარგარეთ იმყოფება.
გადასატანი ყუთის მეშვეობთ, ხმის მიცემის პროცედურას 85 ამომრჩეველი გაივლის.
|