ახალციხის
მეათე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა. ვალეში განთავსებულ უბანზე
ერთ–ერთ კაბინაში გამოკრულ სიაში 41 ნომერი იყო შემოხაზული. ადგილზე
#37–ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმყოფებოდა, რომელმაც
დარღვევა აღმოფხვრა. ამ დროისათვის კაბინიდან პრეზიდენტობის
კანდიდატთა სია, შემოხაზული 41 ნომრით ჩამოხსნილია.
თეა გავაშელი აცხადებს, რომ დარღვევის შესახებ ინფორმაცია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.
აღნიშნული სარჩვენო უბნის წარმომადგენელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკოლოზ ხიზაძე აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან და ამომრჩეველთან აგიტაციას ეწევიან. თუმცა “ოცნების” მხარდამჭერები “მეცხრე არხთან” აღნიშნულს უარყოფენ.
გარდა ამისა, ამავე უბანზე, 26 ოქტომბერს კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნის შესასვლელში ნინო ბურჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის პლაკატები იყო გაკრული. ამ დროისათვის ყველა დარღვევა აღმოფხვრილია.
|