გადასატანი ყუთის მეშვეობით, საკუთარი არჩევანი 103
წლის ახალციხის მკვიდრმა დააფიქსირა. თამარაშვილის ქუჩის 7 ნომერში
სონია დუშოიანთან 32–ე საარჩევნო უბნიდან მივიდნენ. უხუცესმა
ქალბატონმა ფიზიკური მდგომარეობის გამო ბიულეტენზე სასურველი
კანდიდატის ნომერი ვერ შემოხაზა და მას არჩევანის გაკეთებაში შვილი
დაეხმარა. კომისიის წევრის ჟუჟუნა დემეტრაძის განმარტებით, აღნიშნულის
შესახებ ინფორმაციას შენიშვნების წიგნში შეიტანენ, სადაც განმარტებული
იქნება, თუ რატომ ვერ შეძლო ამომრჩეველმა ხმის მიცემა დამოუკიდებლად.
32–ე უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 7 ამომრჩველი აძლევს.
გადასატანი
ყუთის მეშვეობით, საკუთარი არჩევანი 103 წლის ახალციხის მკვიდრმა
დააფიქსირა. თამარაშვილის ქუჩის 7 ნომერში სონია დუშოიანთან 32–ე
საარჩევნო უბნიდან მივიდნენ. უხუცესმა ქალბატონმა ფიზიკური
მდგომარეობის გამო ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის ნომერი ვერ
შემოხაზა და მას არჩევანის გაკეთებაში შვილი დაეხმარა.
კომისიის წევრის ჟუჟუნა დემეტრაძის განმარტებით, აღნიშნულის
შესახებ ინფორმაციას შენიშვნების წიგნში შეიტანენ, სადაც განმარტებული
იქნება, თუ რატომ ვერ შეძლო ამომრჩეველმა ხმის მიცემა
დამოუკიდებლად.
32–ე უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას 7 ამომრჩველი
აძლევს.