ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა. არტაშეს ფალანჯიანი და რობერტ ჯაღაცპანიანი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობისთვის იბრძოლებენ.

№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის თქმით, არტაშეს ფალანჯიანი და რობერტ ჯაღაცპანიანი, მაჟორიტარ კანდიდატებად რეგისტრაციისთვის, საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.
არტაშეს ფალანჯიანი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. იგი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, არასაპარლამენტო ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატი იყო. ოპოზიციის მტკიცებით, მან არჩევნებში გაიმარჯვა, შედეგები კი გააყალბეს, რის გამოც, რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
|