ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დეპუტატობისთვის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. ნუგზარ პარუნაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს, 13 აგვისტოს დაარეგისტრირა.
რეგისტრაციისთვის საჭირო იყო, რომ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც კანდიდატი წარადგინა, კომისიისთვის ამომრჩეველთა 1%–ის, 500 მოქალაქის ხელმოწერა წარმოედგინა. ჯგუფმა 582–კაციანი სია წარადგინა, საიდანაც 68 მხარდამჭერის მონაცემი გაბათილდა. დარჩენილი 514 ხელმოწერა, კანდიდატის რეგისტრაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
კანდიდატის რეგისტრაციის თაობაზე საინიციატივო ჯგუფმა, #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას 8 აგვისტოს მიმართა. საინიციატივო ჯგუფის კანდიდატებისთვის რეგისტრაციის ვადა 12 აგვისტოს ამოიწურა.
|