ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება
- შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც მარგველაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.
გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემოდა 60 დღით ადრე - აგვისტოს ბოლოს.
არჩევნების გამოცხადებისთანავე, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. დღეიდან ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. მოქმედებას იწყებს ”საარჩევნო კოდექსით” დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.