საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
თითო წევრი სულ 73 ოლქში შეირჩევა. მათ შორის ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის საოლქო კომისიებში.
განაცხადები 23 და 24 აგვისტოს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღება.