დღეს არჩევნებია
21 ოქტომბერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეა.
თემისა და ქალაქის გაერთიანების გამო, მაჟორიტარული ოლქები შემცირდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა ახალციხის საკანონმდებლო ორგანოს 33 დეპუტატს შეარჩევს, აქედან მაჟორიტარული წესით 18, ხოლო პროპორციული წესით 15 დეპუტატი შეირჩევა.
ახალციხის მერი ის კანდიდატი გახდება, ვინც არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 50+1%–ს მიიღებს. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ის დეპუტატი შევა საკრებულოში, რომელიც კონკურენტებიდან ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
ქალაქ ახალციხესა და თემში 34 407 ამომრჩეველია, – 18 344 ქალი და 16 063 კაცი.
1990 წლიდან დღემდე 6 საპრეზიდენტო, 9 საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის 4 არჩევნები ჩატარდა. 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგით მეხუთე არჩევნებია.