საუბნო კომისიებში ხმების დათვლა დაიწყო
20:00 საათზე N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ყველა უბანი დაიხურა.
საოლქოს მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 08:00 საათისთვის დაახლოებით, 51 % შეადგინა.
N37–ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროისათვის ოთხი საჩივარია დაწერილი. თეა გავაშელის თქმით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.
ხმებს ითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიებში. ამომრჩეველთა ხელმოწერებისა და გამოუყენებელი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, დათვლის პროცესი დაიწყო. მთვლელები კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ. პროცესს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები ადევნებენ თვალს.