ორი საჩივარი სამ ოლქში
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საჩივრების ნაკლებობით გამოირჩევა. ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ოლქებში მხოლოდ ორი საჩივარია რეგისტრირებული.
#38-ე ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი და დარღვევა არ დაფიქსირებულა.
#39-ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით მიმართა. დამალის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის ერთერთმა წევრმა შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა. ფაქტი ორგანიზაციამ გაასაჩივრა.
#37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოლქში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროის დაზუსტებასთან დაკავშირებით. თეა გავაშელის განმარტებით, ოქმს თან ახლავს ახსნა-განმარტებითი ბარათი.