საარჩევნო ადმინისტრატორის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
10 აპრილიდან, საქართველოს საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო.
სამდღიანი კურსის მიმდინარეობისას, მონაწილეები კენჭისყრის პროცედურებს შეისწავლიან. ორგანიზატორების თქმით, ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.
გადამზადების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია საოლქო საარჩევნო კომისიაში, 10–დან 20 აპრილის ჩათვლით.
კურსი 14 მაისიდან პირველ ივნისამდე პერიოდში ჩატარდება.
საინფორმაციო–სასწავლო პროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი ახორციელებენ.