ლარის კურსი მცირედით გამყარდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4365 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4365 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4423 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8641 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0132 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.