ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის 14 სოფელი დააზარალა
ახალქალაქის 14 სოფლიდან – მურჯახეთის, აბულისა და ხოსპიოს მაცხოვრებლები, 20 ივლისს, მოსულმა ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებით დააზარალა.
საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის მოსულმა ნალექმა, რომელიც მოსახლეობის განმარტებით, თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა, მთლიანად გაანადგურა მოსავალი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზიანებული ნათესები მოინახულა.
შეიქმნა ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც ორი მიმართულებით იმუშავებს.
,,უკვე ვაცნობე სამხარეო ადმინისტრაციასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ამ უწყებამ დიდი თანხა დახარჯა სადაზღვევო სისტემის გამართული მუშაობისთვის.
პრობლემაა ისიც, რომ ფერმერების ნაწილს დაზღვეული არ აქვს ნათესები, ხოლო ნაწილს კი მიწის ნაკვეთებიც კი არ აქვს რეგისტრირებული" – განუცხადა სააგენტო ,,ჯეინიუსს" ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.