ახალციხის ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან 60 000 ლარით ნაკლებს მიიღებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, სათამაშო ბიზნესი, 2018 წელთან შედარებით, მომავალ წელს უფრო ნაკლებ თანხას შეიტანს.
ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია ასახული.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წელს 220 000 ლარს შეადგენდა, 2019 წელს კი მერია 160 000 ლარს ელის. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ცვლილება სათამაშო აპატარების შემცირებამ განაპირობა.
„60 ათასი ლარით შემცირდა და ეს ახალციხისთვის ცოტა არ არის. თან შემოსავლის ნაწილში, რომელსაც საკუთარი შენოსავალი ჰქვია“, - განაცხადა მერის მოადგილე გურამ მელიქიძემ.