,,დამსვენებელთა მატებამ პრობლემები შექმნა ბაკურიანში"
ტურისტების ზრდამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას,
რომელთა დამატებასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, - ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თაზო გამცემლიძის განცხადებაშია ნათქვამი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურიანის დამსვენებელს მიმართავს და შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. ამასთან, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს.
„ორი სიტყვით მინდა მივმართო ბაკურიანის დამსვენებელს და ბოდიში მოვუხადო შექმნილი დისკომფორტის გამო. პირველ რიგში, სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შრომამ შედეგი გამოიღო და ტურისტების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, განხორციელდა უამრავი ახლი, თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტი.
თუმცა დამსვენებელთა მატებამ პრობლემები შექმნა სხვადასხვა სფეროში. ეს პრობლემები განსაკუთრებით თვალნათლივ ბაკურიანში გამოიკვეთა. ძალიან ბევრ დამსვენებელს, სამწუხაროდ, დაემატა რამოდენიმე დღიანი ქარიშხლები, რის გამოც გაითიშა დიდველის საბაგიროები, ამიტომ მთელი დატვირთვა გადავიდა "კოხტა-მიტარბი"-ს სასრიალო არეალზე, რამაც წარმოქმნა რიგები სალაროებთან და სადგურებთან, ასევე, პრობლემები შეექმნა სასრიალო ტრასებს (თოვლის ნაკლებობის გამო)" - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.