ეკონომიკა
რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დააკვირდებიან
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის ვიზიტი დაიწყო.
ირაკლი ქარსელაძე ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა.
დაგეგმილია, რომ მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ერთად, ახალქალაქში ისტორიულ ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს. მხარეები სამომავლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭიროებებზე იმსჯელებენ.
გააზიარეთ :