ბიზნესომბუდსმენის აპარატი, სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ერთად, ახალციხეში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, ბიზნეს დავების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელა. ლევან კალანდაძის თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები საჭიროა იმისთვის, რომ რეგიონში არსებული პრობლემები დროულად და სრულფასოვნად გადაიჭრას.