ეკონომიკა
საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 36,4% ჰიბრიდია
საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 36,4% ჰიბრიდია - ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის კვლევაშია აღნიშნული. პირველ ადგილს 38%-ით ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები იკავებენ, 24,3% დიზელზე მომუშავე ავტომობილია, ელექტრო კი მხოლოდ 0,85%-ს შეადგენს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ყველაზე მეტი მანქანის იმპორტი ამერიკიდან განხორციელდა, შემდეგია - იაპონია, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია და თურქეთი.
შსს-ს სტატისტიკით, შარშან იმპორტირებული ავტომანქანების უდიდესი წილი Toyota-ს ბრენდზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა - Mercedes-Benz-ი და მესამეზე -Ford-ი. პოპულარობას არ კარგავს Opel და BMW, რომლებმაც იმპორტირებულ ბრენდებში მეოთხე-მეხუთე ადგილი დაიკავეს.
ყველაზე ხშირად იმპორტირებული 10 მარკა: (2018 წლის სტატისტიკა)
- Toyota - 23 771
- Mercedes-Benz - 5 322
- Ford - 5 206
- Hyundai - 4 885
- Honda - 3 625
- Volkswagen - 2 797
- BMW - 2 503
- Nissan - 2 332
- Lexus - 1 896
- Opel - 1 767
გააზიარეთ :