ეკონომიკა
ბანკების მიმართ პრეტენზიები 128,5%-ით გაიზარდა - რას ედავებიან მომხმარებლები
2019 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 14 529 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 128,5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
2018 წელს ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 6 358-ს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ დეკემბერში ბანკების მიმართ 1 677 საჩივარი შევიდა, რაც დაახლოებით 105%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის დეკემბერში ბანკებზე მხოლოდ 817 საჩივარი დაიწერა.
2019 წლის დეკემბერში პრეტენზიების სამეულში შედიან:
მიმდინარე ანგარიში - 833 განაცხადი,
სამომხმარებლო სესხი - 86 განაცხადი,
ინტერნეტბანკი – 33 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, დეკემბერში ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით 80,6% ტრანზაქციებზე მოდის - 1 352 განაცხადი, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 124 განაცხადი, 35 განაცხადით სამეულში მოხვდა მომსახურების საკომისიო.
კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობის ზრდა მაისიდან შეინიშნება, უკვე სექტემბერ-ოქტომბერში კი თვიურად საჩივრების რაოდენობამ, 2 000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.
bpn.ge
გააზიარეთ :