ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
მონაცემების თანახმად, 22- 23 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8299 ლარი ეღირება, ევრო – 3.0571 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6537 ლარი.
რაც შეეხება თურქულ, სომხურ და რუსულ ვალუტას, მათი ღირებულება ეროვნულმა ბანკმა ასე განსაზღვრა:
1 თურქული ლირა 0.4633, 1000 სომხური დრამი 5.9172, ხოლო 100 რუსული რუბლი 4.3980 ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, 24 თებერვლამდე იქნება ძალაში.