ტრანშები აპრილიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება - ფინანსთა მინისტრი
ბოლო რამდენიმე კვირაა დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.
ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კრიზისულ პერიოდში საქართველოს გვერდით დგანან და დახმარებას უწევენ.
„ამ მოლაპარაკებების შედეგად 1,5 მილიარდის კონსოლიდირება მოვახდინეთ, თავს მხრივ სსფ-იც დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ტრანშები დაიწყება პრაქტიკულად აპრილიდან, იქნება ნაწილობრივი ჩამორიცხვები აპრილი, მაისი და ეს გაგრძელდება წლის ბოლომდე და გადავა 2021 წელშიც. ჯამში საქართველოს ბიუჯეტი როგორც საბიუჯეტო დახმარებას, ისე მიზნობრივ პროექტების დაფინანსებას, მიიღებს დაახლოებით 1,5 მილიარდს. დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერზე ჯერ არ არის ხელი მოწერილი და არ არის სრული თანხმობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა
ფინანსთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.