ეკონომიკა
თვითდასაქმებულები იდენტიფიცირებისათვის სპეციალურ ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ
თვითდასაქმებული მოქალაქეების აღრიცხვისა და იდენტიფიცირებისათვის დასაქმების სააგენტო სპეციალურ ციფრულ ბაზას შექმნის, სადაც მოქალაქეები დარეგისტრირდებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
"ვმუშაობთ, რომ დროულად გავუშვათ პორტალი, სადაც ისინი ძალიან მარტივად მოახდენენ თვითრეგისტრირებას და საბუთებით უზრუნველყოფას.თუ რა ტიპის საბუთები იქნება მოთხოვნილი და რამდენად რთული იქნება ამ საბუთების მოძიება, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც დეტალურად შემუშავდება კრიტერიუმები", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისი განმარტებით, დადასტურებისათვის საჭირო საბუთებს შორის იქნება ბანკის ანგარიში ან ნებისმიერი სხვა იურიდიული დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც დადგინდება პანდემიამდე არსებული შემოსავლის წყარო. მოქალაქეები რეგისტრაციის შედეგად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
გააზიარეთ :