ეკონომიკა
საქართველოდან მანქანების ექსპორტი 94%-ით შემცირდა
2020 წლის აპრილში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი (რეექსპორტი) 93,8%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში ქვეყნიდან სულ 354 ავტომობილი ( 6,914 მლნ აშშ დოლარი) გავიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 5 763 ერთეული ( 52, 439 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება 2020 წლის იანავარ-აპრილს, საქსტატის მონაცემებით, ქვეყნიდან სულ 13 453 ავტომობილი (134, 8 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, რაც 37,6%-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-აპრილში ჯამში - 21 552 ერთეული ( 153,9 მლნ აშშ დოლარი) სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი განხორციელდა.
წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტით გადის.
2020 წლის აპრილში ექსპორტირებული ავტმობილების რაოდენობა:
- აზერბაიჯანი - 203
- რუსეთი - 50
- უკრაინა - 34
- უზბეკეთი - 19
- შვეიცარია - 16
- სომხეთი - 17
- ყირგიზეთი - 8
- აშშ - 1
- ბელორუსი -1
- უნგრეთი - 1
2020 წლის იანვარ-აპრილი:
- აზერბაიჯანი - 8 186
- რუსეთი - 806
- სომხეთი- 425
- ტაჯიკეთი - 400
- ყირგიზეთი - 239
- ყაზეხეთი - 167
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 114
- თურქეთი - 68
- ბელგია - 47
შედარებისთვის, გთავაზობთ გასული წლის აპრილში საქართველოდან 10 ქვეყანაში ექსპორტირებული ავტომობილების მონაცემებს.
- სომხეთი - 2 837
- აზერბაიჯანი - 1 445
- უკრაინა - 765
- ყირგიზეთი 361
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 111
- რუსეთი - 104
- ტაჯიკეთი 37
- ერაყი - 11
- ბელგია - 16
გააზიარეთ :