ეკონომიკა
საქართველოში დღეიდან შიდა ტურიზმი იხსნება


დღეიდან, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ფუნქციონირებას მხოლოდ ის განთავსების ობიექტები შეძლებენ, რომლებიც სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამისს ნებართვას მიიღებენ.

დღეიდან ვიზიტორებისთვის იხსნება დაცული ტერიტორიებიც. დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს ახალციხის ციხე და ბორჯომის პარკი. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში შესვლა კი განახევრებული ფასით - 7,50 ლარად იქნება შესაძლებელი. 

ამავე თემაზე: 
არ არსებობს ინტერესის სფერო, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ვერ დაიკმაყოფილებ - ისტორიკოსი

| Print |