შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის, სამცხე-ჯავახეთში, რეგიონის ხელისუფლებამ ვიზიტორებისთვის რამდენიმე შეღავათი შეიმუშავა. მესხეთში ჩასულ ვიზიტორს რამდენიმე კომპლექსსა და მუზეუმ-ნაკრძალში უფასოდ შესვლა შეეძლება. ნაწილში კი ბილეთის ფასი განახევრდა. შეღავათები, პირველ ეტაპზე, ტურისტული სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. რას ნახავთ სამცხე-ჯავახეთში უფასოდ - ნახეთ სიუჟეტში.