ეკონომიკა
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 290.9%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის მოცულობამ მილირად 503 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.
თუმცა, მიუხედავად ექსპორტის 16 პროცენტიანი შემცირებისა, მოცემულ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში 290.9%-ით მეტი საქონელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობა მუდმივად იზრდება.
რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლო ჯგუფებს, რომლებიც ჩინეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაგვაქვს, ესენია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
- ძვირფასი ლითონების მადნები;
- ნატურალური ღვინოები;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი;
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 13 მაისს მოეწერა, ხოლო 2018 წლის პირველ იანვრიდან ოფიციალურად ამოქმედდა.
გააზიარეთ :