ეკონომიკა
275.3%-ით გაზრდილი ექსპორტი - პროდუქტები, რომელსაც ჩინეთში ვყიდით და ვყიდულობთ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6,030 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (702.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (627.6 მლნ. აშშ დოლარი).
საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი კი 24.4 %-ით შემცირდა და ხოლო ექსპორტი 275.3%-ით ექსპორტი გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 200 686 600 დოლარი
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 21 762 300 დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7 934 000 დოლარი
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 4 858 600 დოლარი
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 2 512 500 დოლარი
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 13 057 800 დოლარი
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 8 426 300 დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 8 279 600 დოლარი
- ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 7 939 300 დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 7 436 200 დოლარი
გააზიარეთ :