ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა
საქსტატმა 2020 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 3.8% შეადგინა, ხოლო 2020 წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1%-ია.
საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში კლების ტენდენციაა.
"2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა", - ნათქვამია ანგარიშში.
ოქტომბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში მცირედით - 2.3%-ით შემცირდა და მან 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე 4.4%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც, რამაც 4,046 შეადგინა.
ეკონომიკურ ზრდაზე ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტის მაჩვენებლის 11.1%-იანმა შემცირებამაც.
bm.ge