ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 14,4%-დან 15,7%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე. კერძოდ, დეკემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17%-ს, იურიდიულის - 11,6%-ს, უკვე იანვარში კი ფიზიკური პირებზე სესხები 18,7%-მდე გაიზარდა, იურიდიულებზე - 12,1%-მდე.