ეკონომიკა
202.8 ლარი - საქსტატმა საარსებო მინიმუმი გამოთვალა
2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1,8 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 202.8 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 201 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 3,2 ლარით არის გაზრდილი. შარშან აპრილში საარსებო მინიმუმი 199.6 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აპრილში მარტთან შედარებით 1,5 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 178.1 ლარის ნაცვლად 179.6 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს - შარშან აპრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 176.8 ლარს შეადგენდა.

როგორ (ვერ) იმყოფინა მოქალაქემ საარსებო მინიმუმი - ნახეთ მასალაში

| Print |