მაისში სესხები გაძვირდა - როგორია კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,4%-დან 14,8%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს შეეხო. აპრილის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,8%-ს, ხოლო მაისში უკვე 18,4%-ს. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი 12,2%დან 12,4%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქაც ზრდაა, თუმცა მინიმალური და ისიც იურიდული პირების ხარჯზე. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 6,5%-დან (აპრილი) 6,6%-მდე (მაისი) გაიზარდა. იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 6,5%-დან 6,9%-მდე გაიზარდა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 6,2%-დან 5,5%-მდე შემცირდა.