ეკონომიკა
სახელმწიფო შეღავათები, რომელსაც ბიზნესი ვერ იყენებს
ზაფხულში, სამცხე-ჯავახეთში, აქა-იქ ტურისტები გამოჩდნენ, მათ შორის უცხოელებიც. ეს თითქოს, იმედის მომცემია, თუმცა, ადგილზე ტურიზმის სექტორში ჩართულ ადამიანებთან ურთიერთობის შემდეგ ცხადი ხდება, რომ პანდემიამ მათ ისე მძიმედ დაარტყა, ამჟამინდელი გამოცოცხლება ჯერ ბევრს ვერაფერს ცვლის. სახელმწიფომ თითქოს მათ დახმარების ხელი გაუწოდა, თუმცა ირკვევა, რომ სფეროს საჭიროებები და ხელისუფლების ქმედებები თანხვედრაში ვერ მოდის.

ბიზნესისთვის რომ ,,შავი დღეები“ დაიწყო და უხილავი ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაშინ მიხვდა, როცა სასტუმროში, ერთმანეთის მიყოლებით, ოთხი თვის ჯავშნები გაუუქმდა. საოჯახო სასტუმროს მფლობელმა, ოცწლიანი მუშაობისას პირველად შემოსავალი დაკარგა, ხარჯი კი გაეზარდა. სახელმწიფოს მიერ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შესრულება 1500 ლარი დაუჯდა. არადა, დარწმუნებული იყო, რომ ჩაკეტილ სამყაროში, ,,უცხოპლანეტელივით“ გამოწყობილ სასტუმროს თანამშრომელს ტურისტის მომსახურება არ მოუწევდა. სახელმწიფოს მოთხოვნით, მაშინ ნებისმიერ სადეზინფექციო სითხესა თუ პანდემიის საწინააღმდეგო ნივთს, ლუგარის ლაბორატორიის სერტიფიკატი უნდა ჰქონოდა. დღეს ამ ხსნარებისა და საგნების სამი წლის მარაგი აქვს, ტურისტი კი არ ჰყავს.

მარინა ნარიაშვილი ფიქრობს, რომ პანდემიის დროს ბიზნესის მოთხოვნები და სახელმწიფოს შეღავათები ერთმანეთს აცდენილი იყო. ხელისუფლებას პანდემიის დროს გადასახადების კომერციული ფასი ფიზიკურზე უნდა გადაეყვანა, სამცხე-ჯავახეთის ყველა ქალაქისა თუ სოფლისთვის, მკაცრი კლიმატის გამო, მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭებინა და საოჯახო, მცირე ზომის სასტუმროები დიდ სასტუმროებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში არ უნდა ჩაეყენებინა. ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე დაწესებულ ,,მათხოვრულ“ შეღავათს მარინა არალოგიკურს, ხოლო ბანკში კრედიტებზე გამოცხადებულ სამთვიან საშეღავათო პერიოდს - სატყუარას უწოდებს. ის სახელმწიფოსგან რეალურ დახმარებას ითხოვს.მარინა ნარიაშვილისგან განსხვავებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრობენ ა(ა)იპ „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში“. ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წელს შექმნილი ორგანიზაციის მიზანი რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.

,,კერძო სექტორს დავეხმარეთ, ვუხსნიდით, თუ რა პროცედურები უნდა გაევლოთ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შემდეგ“, - ამბობს DMO-ს ტურიზმის განვითარების ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი. თეო ჟუჟუნაძის თქმით, კერძო სექტორის დაინტერესების შემთხვევაში, მათი ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაში კონსულტაციას უწევდა.

,,ის რომ დეზობარიერი უნდა ჰქონოდათ, აღრიცხვის ჟურნალი და ა.შ. რეკომენდაციებს მივყვებოდით, ბევრი გაურკვევლობაში იყო, არ იცოდნენ სად ენახათ ეს რეკომენდაციები. ამის შესახებ დავდეთ ინფორმაცია ჩვენ ფეისბუქგვერდზე, შეხვედრებიც ჩავატარეთ, გავაპიარეთ ფეისბუქით, გაიგო ხალხმა და მოგვაკითხა. ამავე დროს ვმუშაობდით სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, მივედით სასტუმროებთან და კვების ობიექტებთან. შევაფასეთ ვის რამდენი ტურისტის მომსახურება შეეძლო, ჩაავატარეთ კვლევა ტურ-ოპერატორებთან, ჩვენ რეგიონზე მათი დამოკიდებულების გასაგებად და ამის მიხედვით შევადგინეთ სამუშაო დოკუმენტი“.

როგორ უნდა პოზიციონირდებოდეს სამცხე-ჯავახეთი ტურიზმის სფეროში 2021 წლის სტრატეგიულ გეგმაში გაწერეს და ამ დრომდე ვერ დაამტკიცეს. ,,მრავლისმომცველ დოკუმენტში“ ძირითადი აქცენტი ვიზიტორთა სერვისებისა და საწევრო პაკეტების განვითარებაზე კეთდება. წესდების მიხედვით, ორგანიზაცია ამ დროისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ მომავალში სახსრები თავად უნდა მოიპოვოს, ამიტომაც მოიცავს გეგმა „საწევრო პაკეტებს“. გარდა ამისა, ერთ-ერთი მმართველი, საკონსულტაციო ორგანო, კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

,,ჩვენი წევრები კერძო სექტორის წარმომადგენლები გახდებიან, რომლებსაც საწევროს ნაცვლად გარკვეულ სერვისებს შევთავაზებთ. საწევრო პაკეტები რამდენიმე სახის იქნება - კონსულტაციები, თუ როგორ უნდა მართო სერვისი, პოპულარიზაციაში დახმარება, საერთაშორისო გამოფენებზე კომპანიის პროდუქტების გატანა და ა.შ. - ძირითადად მათთვის შეთავაზებულია მარკეტინგული და პიარის აქტივობები. ჩვენი მიზანია, უფრო პოპულარული გახდეს კერძო სექტორის საქმიანობა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. სტრატეგიის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი ტურისტული პროდუქტებიც. ახლა რაბათში, ჩვენი ჩართულობით, ციხის კომერციალიზაცია მიმდინარეობს. ძირითადად ორი მიმართულებით ვმუშაობთ - მარკეტინგული განვითარებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისთვისთვის“, - განმარტავს თეო ჟუჟუნაძე.

„სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ აშშ-ს საელჩოს გრანტის ფარგლებში, სალაშქრო ბილიკებს აკეთებს. პროექტის მიხედვით, ექვსამდე ახალი ტურისტული მარშრუტი მთელ რეგიონს მოიცავს და სხვადასხვა მიმართულებით გაიშლება.

,,კულინარიის და ღვინის, სალაშქრო, რელიგიური და კულტურული ტურიზმი. გათვლილია როგორც მაღალ, ასევე საშუალო და დაბალბიუჯეტიან ტურისტზე. პიარისთვის ვაპირებთ პრეზენტაციას, შემდეგ უკვე ორი საინფორმაციო ტურის ჩატარებას და კონკურსის გამოცხადებას, სადაც ჩაერთვებიან საერთაშორისო და ქართველი ბლოგერები“.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით, გაზრდილია. 2021 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 094 400 შეადგინა, ეს კი 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე 23.4%-ით მეტია. გაზრდილია რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობაც.

ვიზიტორების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ტურისტულ სააგენტოებში ამბობენ, რომ სამხრეთ საქართველო პოპულარობით აღარ სარგებლობს. ,,თრეველ თუ ჯორჯია“, საქართველოს რეგიონებში შიდა ტურებს ხშირად აწყობს. სამცხე მათ გეგმაში, პანდემიის პერიოდში, იშვიათად ხვდება. კომპანიაში ამბობენ, რომ წელს რეგიონში მხოლოდ ორჯერ იყვნენ.

„ბორჯომი, რაბათი, ზარზმა, საფარა, ვარძია - 2019 წელს დიდი მოთხოვნა იყო. ჯავახეთში, ძირითადად, ფოკის დედათა მონასტერი და ფარავნის ტბა იყო პოპულარული. მაგრამ პანდემიის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთში წამომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობა 100-დან მაქსიმუმ 20%-მდე დაეცა“, - ამბობს ,,თრეველ თუ ჯორჯიას“ გიდი ოლეგ ლიფტკოვი.

რვაწლიანი გამოცდილების მქონე გიდი, ვიზიტორების შემცირების მთავარ მიზეზად სუსტ პიარსა და მომსახურების დაბალ ხარისხს ასახელებს. ოლეგ ლიფტკოვი ფიქრობს, რომ შიდა ტურიზმის იმედად ქვეყანა არ შეიძლება იყოს, რადგან მოსახლეობის უმეტესობა რეგიონების მონახულებას იაფი გზით ცდილობს.

,,ნათესავებთან დარჩენით, საკვების სახლიდან წამოღებით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები შემოსავლის გარეშე რჩებიან. ძირითადად მაინც ახალი თაობა მოგზაურობს, სტუდენტები, რომლებსაც ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ და ბევრგან არ დადიან. ძირითადად მოთხოვნადი ადგილებია - ყაზბეგი, კახეთი, მცხეთა-გორი, უფლისციხე და სვანეთი“.

ოლეგ ლიფტკოვის აზრით, თუ სახელმწიფოს შიდა ტურიზმის განვითარება ნამდვილად სურს, როგორც მინიმუმ, საქართველოს მოქალაქეებისთვის მუზეუმებში შესვლის ფასი უნდა დაწიოს. ,,ერთ ობიექტზე შესვლა 15 და 20 ლარი ღირს. ყველას არ შეუძლია ამ თანხის გადახდა“.

ტურისტული კომპანიისგან განსხვავებით, ვიზიტორების სტატისტიკით კმაყოფილია ახალციხის ყველაზე მონახულებადი ადგილის - „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია. შარშანდელთან შედარებით, წელს უცხოელი ტურისტები გააქტიურდნენ. კომპლექსის დირექტორი დავით ტაბატაძე 2019 წელს იხსენებს, როცა ციხეს 160 000-მდე ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 86 000-ზე მეტი უცხოელი იყო. მაშინ ფიქრობდნენ, რომ კომპლექსს მერიიდან სუბსიდირება აღარ დასჭირდებოდა, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. ახალციხის ციხე საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა და წლევანდელ ბიუჯეტში მისთვის 243 000 ლარი განისაზღვრა.,,ველოდებით, ალბათ, დამატება დაგვჭირდება კიდევ. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, წელს ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია“, - ამბობს დავით ტაბატაძე.

შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის, სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2020 წელს რამდენიმე შეღავათი შეიმუშავა. მესხეთში ჩასულ ვიზიტორს ახალციხის ციხესა და ბორჯომის მუზეუმ-ნაკრძალში უფასოდ შესვლა შეეძლო. ვარძიაში კი ბილეთის ფასი განახევრდა. ეს სამი ობიექტი სამცხე-ჯავახეთის მთავარ ტურისტულ ადგილად მიაჩნია მხარის გუბერნატორს, ბესიკ ამირანაშვილს. ამიტომაც შეეხო სახელმწიფო სუბსიდირება მხოლოდ მათ. შეღავათები, პანდემიის პერიოდში, ტურისტული სეზონის განმავლობაში გაგრძელდა. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი აცხადებდა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი ვარძიასა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებს სტუმრობდა. ამიტომაც იმედოვნებდა ნიკოლოზ ანთიძე, რომ კულტურული ძეგლების მონახულების ფასის შემცირება, შიდა ტურიზმს წაახალისებდა.

რა მდგომარეობაა ვარძიაში პანდემიის შემდეგ? რამდენ ვიზიტორს მასპინძლობდა მუზეუმ-ნაკრძალი 2018-19 წლებში? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა? რამდენი ტურისტი და შესაბამისად, რა ოდენობის თანხა მიიღო ორგანიზაციამ 2018 წლიდან 2021 წლის 20 ივნისამდე? - ამ კითხვებზე პასუხი უწყებამ კანონით დადგენილ ვადაში, დაპირების მიუხედავად, არ მოგვაწოდა.

„მეცხრე არხისთვის“ ჩაკეტილი აღმოჩნდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც. ორკვირიანი მიმოწერის შემდეგ, მათგან მხოლოდ სტატისტიკის ეროვნულ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მივიღეთ. როგორი იყო ვითარება ტურიზმის სფეროში პანდემიმადე და პანდემიის პერიოდში? რა გაკეთდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სფეროში დასაქმებული პირებისთვის 2020-21 წლებში და რა კეთდება ახლა? რა სჭირდება ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ყველაზე მეტად და როგორია მათი გეგმა შიდა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით? - ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა. სანაცვლოდ, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თეა ჩანჩიბაძემ გვიპასუხა: ,,მე გაგირკვევთ რამის მოცემა თუ შეგვიძლია. ისე ამ კვირა - ორშაბათს გვაქვს პრესტური სამცხე-ჯავახეთში და ჩვენ ძალიან ბევრ პრესტურს ვაკეთებთ სამცხეში“.

ვიდრე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მედიასთან არ საუბრობს, ქვეყანაში ამ მხრივ შექმნილ ვითარებას ექსპერტები აფასებენ.

,,ხელისუფლება შიდა ტურიზმს ყურადღებას არასდროს აქცევდა, ძალიან კარგად იციან, რომ ბიზნესი შიდა ტურიზმით დიდად ფონს ვერ გავა, რადგან მიწოდება საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაზე იყო გათვლილი, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ზოგადად, ამ სფეროში არსებული პრობლემები შიდა და საერთაშორისო ტურიზმს ერთნაირად ეხება. სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური მიდგომაა საჭირო - დაწყებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან და დამთავრებული მარკეტინგით. როცა ვსაუბრობთ ტურიზმის აღდგენა-განვითარებაზე, ყველა ეს ჯაჭვია გასათვალისწინებელი“, - განმარტავს მაია სიდამონიძე.

ექსპერტების თქმით, შიდა ტურიზმის მიმართულებები ახლო მანძილით გამოირჩევა და საერთაშორისო ტურისტებისგან განსხვავებით იციან მასპინძელი ადგილის კულტურა, კლიმატი და სასაუბრო ენა. შიდა ტურიზმი ნაკლებად ხასიათდება სეზონურობით და ხელს უწყობს შემოსავლების გადანაწილებას ქალაქისა და სოფლის დასახლებებს შორის. მიუხედავად ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა არ იცის, რას გულისხმობს სახელმწიფო, როცა აცხადებს, რომ შიდა ტურიზმის განვითარება სურს. ამის თქმის საფუძველს მოუწესრიგელი ინფრასტრუქტურა, მომსახურების დაბალი ხარისხი, არაკვალიფიციური კადრები და სატრანსპორტო ქსელი აძლევს. მაია სიდამონიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანამ არ გამოიყენა პანდემიის პერიოდის ,,იდეალური შესაძლებლობა“ და არ მოაწესრიგა თუნდაც, პრობლემათა ნაწილი.

,,ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო გზები და ა.შ. ამდენი წლის მერეც, ისევ სამთო ქიმიის სადგურიდან უწევთ ადამიანებს გამგზავრება. მაშინ, როცა ძალიან დაბალი მომსახურება და სატრანსპორტო ქსელია, ასეთ შემთხვევაში არ მგონია, რომ შიდა ტურიზმი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იყოს. მაშინ, როცა საკმაოდ ინტენსიური იყო საერთაშორისო ტურისტების შემოდინება, ვერ ხდებოდა ბევრი პრობლემის მოწესრიგება. ახლა იყო იდეალური შესაძლებლობა, რომ მოწესრიგებულიყო და მომავალში, ახალი ნაკადებისთვის ვყოფილიყავით მზად. ის ფაქტი, რომ ზამთარ-ზაფხულ კურორტებზე არ იყოს კომუნიკაციების, წყლით მომარაგების და ასეთი პრიმიტიული პრობლემები თუნდაც. მეორე მხრივ, ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რომ ბევრი რამ გაკეთდეს, ამისთვის საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი კერძო სექტორთან“, - ამბობს მაია სიდამონიძე.

ქართველი ტურისტების რაოდენობის გაზრდისთვის მთავარი წინაპირობა რომ კერძო სექტორის ფასების პოლიტიკაა, ამაზე საოჯახო სასტუმროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. სახელმწიფო უწყებების ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, მარინა ნარიაშვილს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე დაანონსებული ,,შიდა ტურიზმი არის ზღაპარი“. მცირე და საშუალო ბიზნესს კი ,,ქმედითი და ხელშესახები დახმარება ესაჭიროება და არა ქაღალდზე“ გაწერილი".
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 23 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 30 °C
img
ბორჯომი 26 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 21 °C
img
ბაკურიანი 18 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9000
EUR
EUR
1
2.8756
RUB
RUB
100
2.9082
TRY
TRY
1
0.0827
USD
USD
1
2.6910
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisİmajbetmatbetjojobetholiganbetsekakbetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetİmajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcaisbommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegelkavbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetlunabetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişonwinbetparkparibahis+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoSlotellagrandpashabet twitterbetvolebets10onwincasibomcasibomMatadorbetbetkanyon giriştruvabetdumanbet girişcasibomtümbetCasinoMetropol bettiltgrandbettingBetturkey TwitterklasbahiskalebetPerabetholiganbetinterbahisbetticketbaywintarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpastümbetbetboobayspinDeneme bonusu veren sitelerlimanbetqueenbetxslotngs bahis