ეკონომიკა
ვფიქრობთ, 2022 წელს, ნახევარი მილიარდი ლარი საკმარისი იქნება კოვიდის ეფექტიანად სამართავად - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ შემცირდა 2022 წლისთვის ჯანდაცვის ბიუჯეტში „კოვიდ-19“-ის მართვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

მისი თქმით, გარკვეული გათვლების, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30-პროცენტიანი მაჩვენებლიდან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი, რომ 2022 წელს ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით ნაკლები იქნება.

„ძალიან ძნელია დღეს, წინასწარ გააკეთო ზუსტი პროგნოზი, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება მომავალ წელს. წელს ჯანდაცვის ბიუჯეტში „კოვიდ-19“-ის მართვისთვის 820 მლნ ლარამდეა ხარჯი, ხოლო მომდევნო წელს გათვალისწინებულია 500 მლნ ლარი. ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა – გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ. გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, ვიდრე იყო 2021 წელს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კაკაურიძის განმარტებით, ვაქცინების დიდი ნაწილი შესყიდულია.

თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო წელსაც 500 მლნ ლარში გათვალისწინებულია როგორც ვაქცინების შესყიდვა, ასევე დაახლოებით ეს თანხა საკმარისია წლის განმავლობაში 250-300 ათასი ინფიცირებულის სამკურნალოდ.

„ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაც ეტაპობრივად უფრო აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში და გაიზრდება მოცვის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში, შესაბამისად, ინფიცირების მაჩვენებელი დაიკლებს და ეს ფული, ნახევარი მილიარდი ლარი საკმარისი იქნება კოვიდის ეფექტიანად სამართავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს სხვა პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხების შემცირება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
ასპინძა 2 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 3 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 1 °C
img
ბაკურიანი -5 °C
img
ნინოწმინდა -1 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6497
RUB
RUB
100
4.4921
TRY
TRY
1
0.3223
USD
USD
1
3.1401
AMD
AMD
1000
6.5941
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.