ეკონომიკა
როგორ შეიცვალა ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ერთ წელში?
2021 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 20,41%-ით გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, მოიმატა ფასებმა სხვა ტიპის წამლებსა და სამედიცინო მომსახურებაზეც.
კერძოდ, გაძვირდა:
- სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 15,92%-ით;
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 20.41%-ით;
- ანტიბიოტიკები - 0,85%-ით;
- ვიტამინები - 6,52%-ით;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 14,52%-ით;
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - 4,73%-ით;
- თერმომეტრი - 47,64%-ით;
- წნევის საზომი აპარატი - 4,79%-ით.
ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოიმატა ფასებმა სამედიცინო მომსახურებაზე:
- თერაპევტის კონსულტაცია - 5,86%-ით;
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) - 2,09%-ით;
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - +32,55%
- სისხლის ანალიზი - 6,86%-ით;
- ექოსკანირება - 3,57%-ით;
- საავადმყოფოს მომსახურება - 4,62%-ით;
- ქირურგიული მომსახურება - 3,80%-ით;
- სამშობიარო მომსახურება - 6,18%-ით.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1%-ით განისაზღვრა.
გააზიარეთ :