1-ლი იანვრიდან მოქალაქეებს დენი გაუძვირდათ
თბილისის მსგავსად, ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფით გადახდა მოუევთ რეგიონებში. სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებშიც ჯერ კიდევ 2021 წლიდან გაიზარდა როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე.
ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 12 მილიონი ლარით შეუმცირა "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,
მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფი ერთი წლისგანმავლობაში სახელმწიფომ დაასუბსიდირა.
ერთი წლის წინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“.
ტოფილმა პრემირემა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოში 1 700 000 აბონენტია და მათგან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს, რომ სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95%-ს.
საყოფაცხოვრებო ტარიფი:
• 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 12,065 თეთრიდან 17,731 თეთრამდე;
• 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 15,435 თეთრიდან 21,707 თეთრამდე;
• 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 19,269 თეთრიდან 26,227 თეთრამდე.
• ფასში გათვალისწინებული დღგ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:
• 110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე;
• 10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე;
• 0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე;
• ფასში გათვალისწინებული არ არის დღგ.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. ,,ეს არის უფრო ნაკლები, ვიდრე "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნოდა".
ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის გადახდა თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეებს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან მოუწევთ. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ახალი ტარიფების მოქმედების ვადად 2025 წლის ბოლო განისაზღვრა.