ეროვნულმა ბანკმა დოლარის ახალი კურსი დაადგინა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 2020 წლის ივნისის შემდეგ, ლარი დოლართან ასეთი მყარი არ ყოფილა. ლარის ახალი გაცვლის კურსი ეროვნულმა ბანკმა 17:00 საათზე დაადგინა.
ლარი დოლართან 3,12 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი - 2,06 თეთრით.
5 თებერვლიდან ლარის გაცვლის ოფიციალური კურსია:
1 დოლარის ღირებულებაა - 2,9867 ლარი;
1 ევროს ღირებულებაა - 3,4248 ლარი.
საქართველოში ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურება კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო. პირველად დოლარი 3-ლარიან ნიშნულს 2020 წლის 17 მარტს გადასცდა.