ეკონომიკა
ლარი 16 თეთრით გაუფასურდა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1650 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2042 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 24 თებერვალს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1331 ლარია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5031 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
გააზიარეთ :