რა ღირს ერთი დოლარი დღევანდელი მონაცემებით?
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4000 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3500 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 4 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2744 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6035 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.