ეკონომიკა
საქართველოში საწვავი 40 თეთრით გაძვირდა
საქართველოში საწვავის ფასმა, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში 40 თეთრით მოიმატა. სხვადასხვა საწვავის მომწოდებელ კომპანიებში ფასები თითქმის ერთნაირია.
ყველაზე მაღალი ხარისხის საწვავი 3.79 -ლარი ღირს, ხოლო ყველაზე დაბალ 1,59 ლარად - საწვავ გაზს შეიძენთ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავზე ფასის ზრდას საერთაშორისო ფასის მატება და ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში განაპირობებს.
ეკონომისტი ოთო აბესაძის პროგნოზით კი საწვავზე ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება.
გააზიარეთ :