ეკონომიკა
დღეიდან მგზავრობა გაძვირდა
ახალციხიდან ყველა მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. დღეიდან, 14 მარტიდან, თბილისი-ახალციხის სამარშრუტო ტაქსის ბილეთის ფასი 15 ლარი გახდა.

"საწვავზეა დამოკიდებული, 4 ლარი გახდა დიზელი. მგზავრების რაოდენობა ჯერჯერობით იგივეა, მაგრამ აუცილებლად მოაკლდება", - ამბობს ახალციხის ერთ-ერთი სადგურის დისპეტჩერი რამაზ ნოზაძე.

მგზავრობის გაძვირებას ადასტურებენ შპს "ჯეოტივში". კომპანიის ხელმძღვანელის ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, მგზავრობა ყველა ქალაქის მიმართულებით გაძვირდა.

"თბილისის მიმართულებით 15 ლარი გახდა, მგზავრობა გაძვირდა ყველა მიმართულებით"

ავტოსადგურებში ამბობენ, რომ მომავალში ფასის ცვლილება საწვავის ღირებულებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავის ფასმა 40 თეთრით მოიმატა.
| Print |