რა ღირს ერთი დოლარი დღევანდელი მონაცემებით?
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2200 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2425 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 9 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2308 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5487 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.