ეროვნულმა ბანკმა დოლარის ახალი ღირებულება დაადგინა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2200 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2300 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 15 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2178 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5383 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.