ლარი გაუფასურებას განაგრძობს
16 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.96 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2274 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.02 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5431 ლარი გახდა.
2.06-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.215 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.23 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.97 თეთრი გახდა.
გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.