ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი გამოაქვეყნა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2100 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2126 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 18 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2096 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5431 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.